ევრო თასი ჯომარდობაში 2016

 საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის განაცხადის საფუძველზე   2016 წლის მსოფლიო საჯომარდო კალენდარში ჩაინიშნა ევრო თასის გათამაშების  თარიღი და ადგილი საქართველოში. მიმდინარე წლის 25–29 მაისი.  იხ.  ბმული: http://www.internationalrafting.com/events-2/events/

   ტურნირის გაიმართა ქალებში და ვაჟებში 6 კაციანი ნავების კატეგორიაში  მსოფლიო ფედერაციის საყოველთაოდ  მიღებული წესებისა და ინსტრუქციის  მიხედვით.  შეჯიბრი ჩატარდა 4 დისციპლინაში: გრძელი დაშვება, ანუ downriver –  (15 კმ მონაკვეთი) სლალომი, სპრინტი და პირისპირ დაშვება – 800 მეტრიანი მონაკვეთი,

აღსანიშნავია, რომ მოცემული თასის გათამაშებისთვის გათვალისწინებული იყო  ფულადი საპრიზო ფონდი, მონაწილე ობდა  11 ქვეყნის 41 გუნდი.  ტურნირის შეფასება ხდებოდა საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კოლეგიის მიერ.  მონაწილე ქვეყნები: საფრანგეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, თურქეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ლატვია და საქართველო.

საქარველო 4 გუნდით იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ეროვნული ნაკრები, რომლიც თებერვლიდან შეკრებას  გადიოდა ბორჯომის ხეობაში მტკვარზე.

29 მაისს დასკვნითი საშეჯიბრო დისციპლინები სპრინტი და პირისპირ დაშვება ისევ ჩეხეთის გუნდების ლიდერობით დასრულდა. ყველას საინტერესო და დაძაბული გამოდგა საქართველოს ნაკრებისა და ჩეხეთის აწ უკვე ჩემპიონების პირისპირ დაშვება მეოთხედ ფინალში, რომელიც დისტანციის ბოლოს სულ რამდენიმე მეტრით დათმეს ქართველებმა.

გამარჯვებულები:

ვეტერნთა კატეგორიაში –  ST MAASTERS ჩეხეთი

ქალთა კატეგორიაში – რუსეთის გუნდი „აზიმუტი“

და მამაკაცთა ღია პირველობა – ჩეხეთის გუნდი „ჰიკო“

 

ქართველებმა საერთო ჩათვლაში მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს და მხოლოდ ჩეხურ გუნდებს დაუთმეს პირველი 4 ადგილი.

საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კოლეგიამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ევრო თასის როგორც ტექნიკურ ასევე საორიგანიზაციო მხარეს. მათი რეკომენდაციით მომავალ  წელს  საქართველოს ექნება შესაძლებლობა იბრძოლოს ევროპის ჩემპიონატის პასპინძლობისთვის.

 

დაჯილდოვებას და დახურვის ცერემონიალს უმასპინძლა სასტუმრო ბორჯომი პალასმა.

გამარჯვებული გუნდები დიპლომებით, მედლებით თასებით, ფულადი ჯილდოებით დასაჩუქრდნენ.

ასევე ყველა 41 მა გუნდმა საჩუქრად მიიღო ქართული ღვინო.

 

ღონისძიება მხარდაჭერილია საქართველოს სპორტისა და ახალგაზროდბის  საქმეთა  სამინისტროს,  ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

 

გენერალური სპონსორი –  კომპანია „ალტა სოფტვეარი“.

მხარდამჭერი – ჯიარ ტრანზიტ ლაინი

მასპინძელი სასტუმრო  – „ბორჯომი პალასი“.

სპონსორები  – ვისოლ ჯგუფი (ვისოლი, სმარტი, ვენდის, დანქინ დონატსი, ვიანორი, ალმა, ველაჯიო),

ზედაზენი, თოლია, სუფთა სამყარო, რედ ბული, outdoor.ge , myreklama.ge, სარეკლამო კომპანია ენ უანი (N 1), იკაო.

მედია პარტნიორები – ტელეკომპანია რუსთავი 2, რადიო იმედი, რადიო ჯაკო, ჟურნალი Georgian Day.